Thursday, March 31, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ყველაზე დატვირთული და პროდუქტიული იყო.ვიმუშავეთ შეფასების სტრატეგიებზე.განვიხილეთ პროექტის რა ეტაპზე რა მეთოდებით შევაფასებთ მოსწავლეებს.ვფიქრობ საინტერესო იყო განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებზე მუშაობა.შევადგინე შეფასების გეგმა რომელშიც აღვწერე ის მეთოდები რომელსაც გამოვიყენებ პროექტზე მუშაობისას სხვადასხვა ეტაპზე.ჩამოვაყალიბეთ სავარაუდო აქტივობები. შევქმენით წინარე ცოდნის შეფასების ინსტრუმენტები

Tuesday, March 29, 2016

მესამე დღის რეფლექსია

ვფიქრობ , რომ დღევანდელი დღე საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით რომ გავეცანით ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვების არსს და მათ შორის განსხვავებაზე კიდევ ერთხელ მოვახდინეთ დაკვირვება. ძლიან მნიშვნელოვანი იყო რომ შევძელით აგვერჩია და სწორი მიმართულება მიგვეცა პროექტის სასწავლო გეგმისთვის მიზნებისთვის და შესაბამისობაში მოგვეყვანა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. ვეცადეთ პროექტის მიზნები დაგვეკონკრეტებინა და ახლოს მიგვეყვანა არჩეულ თემატიკასთან.ინტელის ტრენინგი თანდათან უფრო დატვირთული და საინტერესო ხდება თემატურადაც და იდეურადაც.

Thursday, March 24, 2016

მეორე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე დატვირთული იყო თემატურად.ტრენერმა ტექნიკური პროგრამების გახსენების თვალსაზრისით შემოგვთავაზა ვიდეო გაკვეთილების ნახვა.დავიწყეთ მზადება ბუკლეტებზე მუშაობისთვის.ძალიან საინტერესო იყო იდეების შემუშავება,განაწილება .საინტერესო იყო შაბლონების გაცნობა ჩვენ გვიჩნდებოდა ახალ ახალი იდეები პროექტზე დაფუძნებულ სწავლებასთან დაკავშირებით.სახალისო იყო შესაბამისი ფოტოებისა და ვიდეოების შერჩევა.დარწმუნებული ვარ  ასეთი სწავლება კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის მოსწავლეთა სწავლის პროცესს

Tuesday, March 22, 2016

პირველი დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ,რომ პირველი დღის სამუშაო იყო მოსამზადებელი პერიოდი, საერთო მიმოხილვა იმისა , რაც 9 დღის განმავლობაში უნდა გავიაროთ. გავეცანით სახელმძღვანელოს ზოგად შინაარსობრივ მხარეს. მოვისმინეთ მოდულების ზოგადი მიმოხილვა. ტრენერმა ძალიან საინტერესოდ ისაუბრა ინტელის ტრენინგის მესამე დონის მნიშვნელობაზე. შეიქმნა განწყობა იმისა რომ შემდგომი გაკვეთილები იქნება ურო და უფრო საინტერესო და დატვირთული თემატურადაც და იდეურადაც.