Tuesday, April 19, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

ვფიქრობ,დღევანდელი დღე იყო შემაჯამებელი  რვა დღის მუშაობისა.დღეს დამატებით ვისწავლეთ პორტფოლიოს გამოქვეყნება ბლოგზე ბმულის საშუალებით.განსაკუთრებით საინტერესო იყო პრეზენტაციების მოსმენა და შეფასება.ერთმანეთისთვის კომენტარებისა და რეკომენდაციების მიწერა.ტრენინგის მონაწილე ყველა პრეზენტატორი მთელი სერიოზულობით ეკიდებოდა საკუთარ გამოსვლას და დიდი ყურადღებით უსმენდა კოლეგების პრეზენტაციებს.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Thursday, April 14, 2016

მერვე დღის რეფლექსია

დღეს დავასრულეთ გეგმის შევსება.დავწერეთ სასწავლო პროცედურები ,რასაც ვიყენებდით ოთხი კვირის განმავლობაში.ყურადღებით ვიმუშავეთ და შევქმენით ფორმები გამოკითხვისთვის,კითხვარი გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.ჩავინიშნეთ ჩვენი ბლოგის მისამართი იმისათვის,რომ მოსწავლეებმაც შეძლონ გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება.ტრენინგის მონაწილეებმა სამუშაო რეჟიმში ერთმანეთს გავუგზავნეთ კითხვარის ნიმუშები და სავარაუდო პასუხები,შემდეგ ხედვის რეჟიმში გადავხედეთ შედეგებს,რაც ძალიან საინტერესო იყო.

პროექტის კითხვარი

კითხვარის სანახავად გადადით ბმულზე

Tuesday, April 12, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

ვფიქრობ რომ დღევანდელი დღის სამუშაო განსხვავებული იყო.გავეცანით
აქტივობებს მოსწავლეთა დიფერენცირებული სწავლებისას.რაც დაეხმარება მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისას.ვნახეთ დამხმარე რესურსები და შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი მოსწავლეთა დასახმარებლად.ძალიან სახალისო იყო ბლოგზე ახალ-ახალი გაჯეტების შექმნა და დამატება.

Thursday, April 7, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია


მე ვფიქრობ,რომ დღევანდელი დღე იყო საინტერესო იმით ,რომ შევქმენით მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება.ვიმუშავეთ რუბრიკებზე.მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი,სლაიდშოუ დავასრულეთ და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.შევქმენით მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების სქემა და სლაიდშოუს შეფასების კრიტერიუები

მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი